დახურვა
სტილი
05.08.2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის.

„ჩვენ მივყვებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს, ამაზე არა ერთხელ გვქონდა საუბარი. დღეს ამ ეტაპზე განიხილება მხოლოდ, გადაწყვეტილების საფუძველზე პირის საკუთარი არჩევანით და ნებით ვაქცინაცია.

რა თქმა უნდა მე წარმოდგენილი მაქვს, რომ ყველას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და შესაძლოა მეტი საგანმანათლებლო მუშაობა იყოს საჭირო, თუ ადამიანი ვერ იღებს ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×