დახურვა
სტილი
05.09.2023

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ჩვეულებრივ ამ დროს მეტეოროლოგიური შემოდგომა თავისთავად მოდის. მაგრამ წელს, როგორც ხშირად ხდება შემოგომაზე, დროდადრო ზაფხული გააგრძელებს თბილ დღეებს.

5 და 6 სექტემბერი საქართველოში იქნება მზიანი და ცხელი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა: სანაპირო კურორტებსა და დასავლეთის დაბლობზე +29, +31 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთის ბარში კი +34 გრადუსამდე დათბება.

ზღვის წყლის ტემპერატურა +27, +28 გრადუსია და საბანაო პერიოდი გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×