დახურვა
სტილი
07.09.2023

მტკვარში ამ წუთებში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს - მაშველები და მყვინთავები უკვე ორი დღეა 13 წლის მოზარდს ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში თევზაობის დროს შემთხვევით ჩავარდა, მისი დახმარება მეგობარმა სცადა, თუმცა უშედეგოდ.

"ბავშვმა რომ გამოიარა, ტიროდა, ხელით დავიჭირეო, მეც მითრევდა და ვეღარ დავიჭირეო. დამჯდარა ბავშვი და ისე ჩაცურებულა, სველი რომ იყო ჩაცურდა. დედამაც არ იცოდა, ჩემს ეზოში გადმოვიდა, ვისხედით და მაშინ გავიგეთ, რომ ეს ამბავი მოხდა," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სამაშველო სამსახურთან ერთად, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

წყარო: „რუსთავი2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×