დახურვა
სტილი
13.09.2023

„რუსთავი 2-ის" ახალმა მეგა პროექტმა საზოგადოება უკვე აალაპარაკა. „გვაჩვენე შენი ხმის" პირველი გადაცემა ეთერში უკვე გავიდა და პირველი გამარჯვებულის ვინაობაც ცნობილია.

„პრაიმტაიმს" საკუთარი ემოციები შოუს წამყვანმა, თიკა ფაცაციამ გაუზიარა.

თიკა ფაცაცია: - გავგიჟდი ზოგიერთის შესაძლებლობებზე, მართლა ძალიან საინტერესო იყო. რთულია მიხვდე, ვინ მღერის და ვინ არა. როგორც ირკვევა, ეს პერსონაჟები ისეთი მომზადებულები არიან, რომ არ ვიცი... ფაქტი არის ის, რომ პერსონაჟის გამოკვლევა ძალიან სახალისოა. საოცარი პერფორმანსები იყო, მენანებოდა, რომ დამთავრებულიყო და ველოდები შემდეგ ექვსეულს, რომ შემდეგ მაინც გამოვიცნო.

მეგაპროექტი შედგა - თან რამდენი ხანია მინდა და მენატრება ეს განცდები, დიდი შოუს წაყვანა. მეც დიდ სიამოვნებას ვიღებ და მგონია, ეს მუხტი სხვებსაც გადაეცემათ. ყველას ვურჩევ, ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე, პროექტს დაელოდონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×