
23 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ზურა ყიფშიძის 70 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ინფორმაციას ამის შესახებ მსახიობის შვილი, ლენუკა ყიფშიძე ავრცელებს.
„დიდი მზადება 23 ნოემბრისთვის - მამას 70 წლის იუბილე და ვარსკვლავის გახსნა. დარწმუნებული ვარ, საოცარი საღამო იქნება, მთელი ცხოვრება რომ გვემახსოვრება, აი, ისეთი," - ამბობს ლენუკა ყიფშიძე.