დახურვა
სტილი
20.09.2023

სოციალური ქსელის მომხმარებელი ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე წერს.

"ბუკიას ქუჩაზე, 24-ე სკოლის მიმდებარედ ატირებული ბავშვი დავინახე, რომელიც ტირილ-ტირილით მოდიოდა. მეც მყავს პატარა, უცებ ჩემი შვილი წარმოვიდგინე, ასე შუა ქუჩაში მირბოდეს, ტიროდეს, რაღაცა უჭირდეს და ვერავინ ეხმარებოდესთქო. შვილო, რა გჭირსთქო ვკითხე, მაგრამ არ მიპასუხა, გზა გააგრძელა და აფთიაქში შევიდა. შევყევი, მართლა დამაინტერესა რა ჭირდა ბავშვს. სადღაც 6-7 წლის ბავშვი იქნებოდა აფთიაქის ფარმაცევტს ეუბნება კბილი მტკივა, წამალი მინდა, მაგრამ ფული არ მაქვსო.

რა დამემართა ვერ აღგიწერთ, კიდევ უფრო ატირებული სკოლის მოსწავლე რომ დავინახე, მაგრამ ისეთი კმაყოფილი დავრჩი ფარმაცევტებით, დაესია ყველა, უნდოდათ ბავშვს დახმარებოდნენ. მენეჯერმა წამალი გამოუტანა, ჩაეხუტა, მოეფერა, ყურადღება სხვა რაიმეზე გადაატანია და ისე დაამშვიდა, რომ მესიამოვნა. გოგოებს ეუბნებოდა ჩემი შვილის ტოლიაო.

ყოჩაღ, ბუკიას ქუჩაზე არსებულ პსპ-ს მენეჯერს, ჩემი შვილი წარმოვიდგინე ამ ბავშვის ადგილზე და გამიხარდა, რამე ქუჩაში რომ გაუჭირდეს და შველა ითხოვოს დაეხმარებიან", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×