ოქტომბერში ძალზე ბევრი ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი და ამავდროულად არცთუ მარტივი ხასიათის მქონე მოვლენა იყრის თავს. ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი პროგნოზირებს და სოციალურ ქსელში საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.
„ოქტომბერი, მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომის თვეა, წელს განსაკუთრებულად „ცხელი" იქნება.
ძალზე ბევრი ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი და ამავდროულად არცთუ მარტივი ხასიათის მქონე მოვლენა იყრის თავს ამ თვეში.
ჯერ მარტო 3 ოქტომბერს ლილიტის ნიშნის შეცვლა და ქალწულის ზოდიაქოში გადასვლა რად ღირს.!!
ამას პლუტონის შემობრუნება მოსდევს !!
12-ში მარსი თავისი სუსტი მდებარეობიდან, სასწორიდან გადადის მორიელში და ძლიერდება ! 14-ში სასწორში ახალმთვარეობა და მზის რკალისებური დაბნელება ერთად!!
არაფერს ვამბობ თვის მანძილზე სხვადასხვა დღეებში მარსის, მერკურის ან მზის კონფლიქტურ ასპექტებზე პლუტონთან.
მერე მართალია 2 კვირა შედარებით წყნარი პერიოდია, მაგრამ თვის ბოლოს ისევ დაბნელება გვაქვს კუროს ზოდიაქოში, ამჯერად მთვარის...
არის რა თქმა უნდა დადებითი ხასიათის ასპექტებიც, რომელთა გამოყენებაც უნდა შევძლოთ, რომ მოწოლილი ნეგატივი მაქსიმალურად დავაბალანსოთ, მაგრამ...
ყველაფერი ეს საკმაოდ სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს ჩვენს ცხოვრებაზე. სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ( კი ატყობთ, რომ უკვე აქედანვე მოგვცა ნიშნები).. ამ თემებზე ვრცლად მოგვიანებით დავწერ პროგნოზს...
ვის ეხება ეს ამბები?
მათ ვისაც მნიშვნელოვანი წერილები და მით უმეტეს პლანეტები გყავთ ქალწულში, სასწორში, მორიელში", - წერს ხათუნა ნოელი.