დახურვა
სტილი
05.10.2023

ქობულეთში, თამარ მეფის 90 ნომერში ხმაურია.

სასტუმროს მეპატრონე ნაილი ფერაძე თავის დაწვით იმუქრება.

როგორც სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, პოლიცია და შეკრებილია მოსახლეობა.

„ჩაგვხედეთ თვალებში, ხალხო დამიდექით გვერდში, ამ სახლიდან ცოცხალი არ გამოვალ. აქ მევახშეს არ ამოვუშვებ. 3 ბავშვი ლოგინში მყავს, ერთი ავადმყოფი", - აცხადებს ქალი და დახმარებას ითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფერაძის ოჯახმა წლების წინ საოჯახო ტიპის სასტუმროსთვის ბანკიდან 65 ათასი დოლარი გამოიტანა, რის შემდეგაც მათ კრედიტის გადახდა ვერ მოახერხეს. ბანკმა კი სახლი კერძო მევახშეს მიჰყიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×