დახურვა
სტილი
07.10.2023

წარმატებულ ქართველ მომღერალს, ნინი ბადურაშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს. მისი მშობლები, ეკა კახიანი და ერეკლე ბადურაშვილი ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან. ეკა მუსიკოსი და მსახიობია, ერეკლე კი რეჟისორი იყო. ის 57 წლის ასაკში ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ამჯერად ყურადღებას სწორედ ერეკლე ბადურაშვილის ფილმი "ხიდი" იმსახურებს, რომელშიც მთავარ როლს მისი შვილი, მომღერალი ნინი ბადურაშვილი ასრულებს. ფილმის პრემიერა 13 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ სტამბულში შედგება.

"სამწუხაროდ რეჟისორის - ერეკლე ბადურაშვილი და ოპერატორის - თამაზ გოგინაშვილის გარდაცვალების გამო, დაგვიანდა ფილმწარმოების დასრულება. ბევრი პრობლემის მიუხედავად ფილმი მზადაა საპრემიეროდ.

ფილმი ეფუძნება ნამდვილ ამბავს, რომელიც ცნობილმა ქართული წარმოშობის თურქმა ექიმმა, ისმედ დინდერ- მიქელაძემ მოგვითხრო და შთააგონა რეჟისორი, ფილმად ექცია.

ფილმში ქართული და თურქული კინოს ვარსკვლავები და ცნობადი სახეები მონაწილეობენ:

ნინი ბადურაშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, დავით როინიშვილი, ქრისტინე იმედაძე, დავით ხახიძე, სოსო ლაღიძე, ჯანო იზორია...

თურქული მხრიდან კი, ემრე კიზილიმარკი, ელიფ ბაისალ, ქართული წარმოშობის თურქი ბიზნესმენი, მეცენატი- ისმედ აჯარი (ვაჭარაძე) და თვით იდეის ავტორი, ასევე ქართული წარმოშობის ცნობილი თურქი ექიმი, ისმედ დინდერ (მიქელაძე).

ფილმის რეჟისორი - რეკლე ბადურაშვილი; დამდგმელი ოპერატორი -თამაზ გოგინაშვილი; სცენარის ავტორი -ოთარ პერტახია; პროდიუსერები - გიორგი თავართქილაძე, ერდალ ქუჩუკი, ონდერ ილმაზი; კომპოზიტორი - დავით ევგენიძე; მხატვრები - გოგი ტატიშვილი; საპროდიუსერო კომპანია - სს ქართული ფილმი საქართველო; AISI - თურქეთი; ფილმი დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრისა და აჭარის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ," - წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×