დახურვა
სტილი
07.10.2023

14 წლის გოგონას მკვლელს პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. 28 წლის მამაკაცი გაუჩინარებულია. მძიმე დანაშაულში მხილებული კაცის ძებნის სპეცოპერაცია მთელი კახეთის მასშტაბით მიდის.

28 წლის მამაკაცის მამა ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ გოგონა 14 წლის იყო. ოჯახმა არც ის იცის, თუ რა მოხდა და რატომ მოკლა შვილმა ახალმოყვანილი ცოლი.

"მაგარი გოგო იყო, მაგარი, იქ რა მოხდა , არ ვიცი. იარაღი არ ვიცი, არავინ იცის. ალბათ იყიდა. ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს. ბიძის სახლში წაიყვანა გოგო და იქ მოხდა" - ამბობს ბიჭის მამა.

როგორც გაირკვა, სოფელ ლამბალოში იძულებით ქორწინებაში მყოფი მოზარდი, ე.წ. ქმარმა საკუთარი ბიძაშვილის ქორწილში წაიყვანა, აგრესიული კი მას შემდეგ გახდა, რაც მოზარდმა ორ თვიანი ტყვეობიდან თავის დაღწევა კიდევ ერთხელ სცადა. ამ დროს კაცმა იარაღი ამოიღო და მსხვერპლს ეზოში ესროლა.

ტრაგედია საგარეჯოში გუშინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109 მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×