დახურვა
სტილი
09.10.2023

მოდელი მარიშა გვიდანი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით, ერთი კვირის წინ მოხდა. მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის ადგილზე ჩაბარდა პოლიციას.

მარიშა გვიდანი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. მოდელი მთელი ამ ხნის განმავლობაში მართვითი სუნთქვით აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გუშინ, 8 ოქტომბერს გარდაიცვალა.

„მარიშამ ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება აღენიშნებოდა, ოპერაცია ჩაუტარდა.. უმძიმესი მდგომარეობა იყო, ოჯახი იმედს არ კარგავდა, თუმცა გუშინ მოხდა, რაც მოხდა..  15 წლის იყო, საოცარი ხასიათის გოგო, უნიჭიერესი, ჩვენთან საკმაოდ წარმატებით მუშაობდა, არაერთ გადაღებაში იღებდა მონაწილეობას“, – განუცხადა „ფორტუნას“ სააგენტოს „Geomodels Agency“ წარმომადგენელმა.

„მარიშა ვიღაცის გაუმაძღარ და ხარბ მუცელს შეეწირა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, გადათხრეშილმა, ველოსიპედით მიმავალ ბავშვს ისე დაარტყა მანქანა, რომ ჰაერში აისროლა, მენჯი, არტერია, თირკმელი, ელენთა, ფილტვი მოაგლიჯა და ასფალტზე დანარცხებით ტვინი დაუზიანა“, - ამის შესახებ კი „სოლიდარობის სახლმა“ დაწერა.

„მარიშას, რომელსაც ბრწყინვალე მომავალი ჰქონდა. ხატავდა, ძერწავდა, ცეკვავდა, ამ პაწია გოგომ მოასწრო და მოდელის დიდი კარიერაც კი შეიქმნა. გადაღებულია რამდენიმე კლიპში. ხშირად იყო ტელევიზიების და ჟურნალების ყურადღების ცენტრში. მართლაც, უცნაური და არაამქვეყნიური სილამაზით გამოირჩეოდა. მარიშა, საყვარელო. რატომ? რატომ? რატომ? გვიყვარხარ, ანგელოზო“, - წერია გავრცელებულ სამძიმრის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×