დახურვა
სტილი
09.10.2023

საქართველოს საელჩო ძალიან აქტიურადაა ჩართული, „ცხელი ხაზები" მოქმედებს, ნებისმიერ დროს პასუხობენ ტელეფონს. რაც შესაძლებელია ყველაფერს მაქსიმალურად აკეთებენ, - ამის შესახებ ისრაელში მცხოვრებმა მიშა ბარამაშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

„ჩვენ ბათიამში ვართ, თელავის გვერდით. ამ ეტაპზე ჩვენთან სიმშვიდეა. გარეთ ვიყავი გასული. კომუნიკაციები ჩვეულებრივად მუშაობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დადის, მაღაზიები და აფთიაქებიც ღიაა. ჩვენთან სიმშვიდეა. ძირითადად დაძაბულობა საზღვართან, ღაზას სექტორთანაა. აშდოდში ძალიან რთული მდგომარეობა იყო. მეგობრები მირეკავენ, რომ გაუსაძლისი მდგომარეობაა. ტერორისტები ქუჩაში დადიან, მაგრამ სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს გააკონტროლოს მდგომარეობა და პანიკა არ დათესოს. გუშინ გამოვაცილეთ სტუმრები, „გორდელა" და "„ნიკოლ შოუ" იყვნენ ჩამოსულები, მე ვმასპინძლობდი მათ. მაქსიმალურად მშვიდობიანად გამოვიდნენ ქვეყნიდან. საქართველოს საელჩო ძალიან აქტიურადაა ჩართული მდგომარეობაში. „ცხელი ხაზები" მოქმედებს. ნებისმიერ დროს პასუხობენ ტელეფონს. რაც შესაძლებელია ყველაფერს მაქსიმალურად აკეთებენ" - აღნიშნა მიშა ბარამაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×