დახურვა
სტილი
18.10.2023

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 14 წლის გო­გო­ნამ იმ­შო­ბი­ა­რა. ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­ვის­ტმა თოზუ გულ­მა­მედ­ლიმ გა­ავ­რცე­ლა.

გო­გო­ნა ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, ერთ-ერთი სოფ­ლის მკვიდ­რია. პო­ლი­ცი­ის­თვის ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გახ­და, რაც არას­რულ­წლო­ვან­მა იმ­შო­ბი­ა­რა.

ambebi.ge დე­ტა­ლე­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად თოზუ გულ­მა­მედ­ლის და­უ­კავ­შირ­და.

- გო­გო­ნამ სამ­შო­ბი­ა­რო­ში იმ­შო­ბი­ა­რა და სწო­რედ ისი­ნი და­უ­კავ­შირ­დნენ შსს-ს. ამ ეტაპ­ზე, რო­გორც ვიცი, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. გო­გო­ნა ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლი­დან არის. ის ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის მსხვერ­პლია, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია. და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლი ის ვიცი, რომ ბიჭი მი­ი­მა­ლა მას შემ­დეგ, რაც გა­ი­გო, რომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

ახლა გო­გო­ნას კლა­სე­ლე­ბი მერ­ვე კლას­ში არი­ან, გო­გო­ნა კი შარ­შან გა­ა­თხო­ვეს.

აუ­ცი­ლებ­ლად მივ­ყვე­ბით ამ საქ­მე­საც ბო­ლომ­დე, უნდა შე­ვა­ჩე­როთ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი. გო­გო­ნა ძა­ლი­ან ცო­დოა, რთუ­ლია მისი დაც­ვა, რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია, ამ ბავ­შვს ახლა ბავ­შვიც ჰყავს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ 14 წლის არის და უკვე იმ­შო­ბი­ა­რა.

წყარო: „ამბები ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×