დახურვა
სტილი
19.10.2023

გუ­შინ ჩაქვში, სო­ფელ გორ­გა­ძე­ებ­ში (ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) გორ­გი­ლა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში მო­რი­გი პო­ლი­ცი­უ­რი გა­მო­სახ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა იყო, თუმ­ცა შექ­მნი­ლი მძი­მე გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, ეს პრო­ცე­სი 1 თვით გა­და­ი­დო.

"საქ­მე ისაა, რომ გორ­გი­ლა­ძე­ე­ბი, თა­ვის დრო­ზე, აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ა­სახ­ლა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ოჯახს სხვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რად არ გა­აჩ­ნდა (ოჯახ­ში მძი­მე ავად­მყო­ფი და სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვია), ისევ შე­ვიდ­ნენ მათ სახ­ლში, რის გა­მოც საქ­მე სხვის სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თში შეჭ­რის მუხ­ლით აღიძ­რა. ეს სახ­ლი გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი იყო ვინ­მე და­ვით მე­ლი­ქი­ძე­ზე (რო­გორც ამ­ბო­ბენ, მე­ვახ­შეა), მან უჩივ­ლა გორ­გი­ლა­ძეს და გა­მო­სახ­ლე­ბა უკვე შსს-ს ფუნ­ქცი­ა­ში იყო, აღ­სრუ­ლე­ბას აღარ ეხე­ბო­და.

გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ათ­ზე, გორ­გი­ლა­ძე­ებ­თან გა­მო­სახ­ლე­ბის მიზ­ნით მო­ვი­და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და ოჯა­ხის უფ­როსს - გია გორ­გი­ლა­ძეს აც­ნო­ბეს, რომ იძუ­ლე­ბით უნდა გა­მო­ე­სახ­ლე­ბი­ნათ. თუმ­ცა, რამ­დე­ნიც გა­მო­სახ­ლე­ბა და­ი­წყო, იმ­დენ­ჯერ ოჯა­ხის 2 წევ­რი ისე ცუ­დად გახ­და, გო­ნე­ბა და­კარ­გეს და სა­ჭი­რო გახ­და სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გილ­ზე იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ცია, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟი და მო­სახ­ლე­ო­ბა. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მე­ბის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­სახ­ლე­ბა შე­ა­ჩერ­და და 1 თვით გა­და­ი­დო, ვი­ნა­ი­დან ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი ისე ცუ­დად შე­იქ­ნა, მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­და.

გია გორ­გი­ლა­ძემ 25 ათა­სი დო­ლა­რი აიღო მე­ვახ­შის­გან, ოჯახს ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა უნ­დო­და, მაგ­რამ დათ­ქმულ დრო­ში მან სეს­ხი ვერ გა­და­ი­ხა­და იმის გამო, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად 16 წლის გო­გო­ნა და­ე­ღუ­პა.

ამ ტრა­გე­დი­ას მერე პან­დე­მია და­ერ­თო და ოჯა­ხი ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. ახლა მე­ვახ­შე 25 ათა­სის ნაც­ვლად 45 ათას დო­ლარს ითხოვს. ოჯა­ხი თა­ნახ­მაა, რომ სახ­ლი 3000კვმ ფარ­თის მი­წის ფარ­თით გა­ი­ყი­დოს.

გორ­გი­ლა­ძე­ე­ბის გარ­და, 3 ნო­ემ­ბერს ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კი­დევ ერთი გა­მო­სახ­ლე­ბა იგეგ­მე­ბა - თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის მსხვერ­პლი ზღვის­პი­რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობს, ისიც გორ­გი­ლა­ძეა. ასე­ვე, იგეგ­მე­ბა ბეჟა­ნი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის გა­მო­სახ­ლე­ბაც, რომ­ლის ამ­ბა­ვიც თქვენ უკვე გა­ა­შუ­ქეთ (მა­თაც 1 თვის ვადა მის­ცეს). ვინ მოს­თვლის, რამ­დე­ნია ასე­თი, ეს პრობ­ლე­მა მა­სი­უ­რია და მარ­ტო ქო­ბუ­ლეთ­ში 200-მდე ოჯა­ხი ელო­დე­ბა გა­მო­სახ­ლე­ბას. ძი­რი­თა­დად, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ებ­ზეა სა­უ­ბა­რი", - განუცხადა „ამბებს“ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლმა თა­მაზ ბა­კუ­რი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×