დახურვა
სტილი
22.11.2023

ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, ინსტაგრამზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის ვიდეოში ამბობს, მას რამდენიმე დღის წინ ფეხმძიმობის პრობლემები დაეწყო და ამჟამად მკურნალობს, სხვა ფეხმძიმე ქალბატონებს კი ექიმთან ვიზიტს ურჩევს.

"რამდენიმე დღეა არ ვარ აქტიური, მინდა ამაზე ვილაპარაკო. მაქვს სისხლდენა,  ამბობენ, რომ შეიძლება ეს იყოს მუცლის მოშლის საშიშროება/მიზეზი.

არასდროს არავინ ლაპარაკობს ამ თემაზე, არადა ხშირი ფაქტია. ამბობენ, რომ თუ განწირულია ფეხმძიმობა, აუცილებლად დასრულდება რაც არ უნდა ხელი შეუწყო. ამჟამად ძალიან ცუდად ვარ, წამლებზე ვარ და ბევრი ტკივილი მაქვს, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. ქალებო, აუცილებლად მიდით ექიმთან“ - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×