დახურვა
სტილი
27.11.2023

„კურიერი P.S".-მა მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს დანას საკუთარი სახლის ეზოში მომღერალ კოსტა სანიკიძეს მისთვის უცნობი 24 წლის გიორგი გველესიანი.

ჩანაწერის მიხედვით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლამდე მეზობელი სამართალდამცველი ჩნდება, რომელიც თავდამსხმელს გაქცევის უფლებას არ აძლევს. ამ დროს კოსტა სანიკიძე სისხლის გუბეში წევს. ადგილზე გამოძახებული პოლიცია მიდის. ბრალდებული განყოფილებაში, დაჭრილი კი, კლინიკაში გადაჰყავთ.

„ფილტვი რომ გამიგლიჯა, სისხლი ასხამდა, გუბეები იდგა. ამით (თითით) მეჭირა, იმიტომ, ხელი რომ გამეშვა, დედასაც ამიჩეხავდა და ძმასაც. მადლობა ექიმებს კომაში ვიყავი, ურთულესი ოპერაცია ჩამიტარდა....

მე არ ვცხოვრობ ისე, რომ ამას ვიმსახურებდე. შეცდომები დამიშვია და პასუხიც გამიცია. ჩემთვის მოტივი უცნობია. დარტყმის დროსაც ვერ გავიგე მოტივი. ერთადერთი აზრი არის ის, რომ ამ ადამიანს ჩემი მოკვლა უნდოდა. თავდაცვისთვის რაც ჩავიტანე, ცული მე ის კარის გაღებამდე გადავაგდე. ჩემი მოტივი მისი მოკვლა არ იყო. ვეუბნებოდი, რომ არ მინდა დაგიჭირონ. შიშველი ხელით ვცდილობდი შებოჭვას და ვცემდი, მაგრამ მისგან ხელი არ მომხვედრია, მომხვდა დანა", - თქვა კოსტა სანიკიძე "კურიერი P.S.-თან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მომღერალი საკუთარ სახლში 24 წლის გიორგო გველესიანმა დაჭრა. თავდამსხმელი ამ ცხელ კვალზე დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×