მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის პროგნოზის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს.
„მშვენიერი ამბავი მაქვს თქვენთვის, ამაღამ ზღვაზე ტალღის სიმაღლე დაიწყებს შემცირებას, აღმოსავლეთში კი ქარის სიჩქარე შესუსტდება.
28 ნოემბრის შუადღიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება და მზე გამოანათებს.ტემპერატურა ხვალვე არა, მაგრამ ნელ-ნელა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს და უახლოეს დღეებში გაავდრებას აღარ ველოდებით", - წერს კობა ფარტენაძე.