დახურვა
სტილი
03.01.2024

გამოძიება მარი ბაბეტას საქმეზე თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაზე მუშაობს. მოცეკვავის მეგობრების მტკიცებით, გარდაცვლილის მეგობარი კაცი ციხიდან ემუქრებოდა.

მათივე ინფორმაციით, კაცი 29 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით, 9 თვის წინ დააკავეს.

ბაბეტას მეგობრების მტკიცებით, მოცეკვავე მოსალოდნელი საფრთხის გამო ელექტროშოკის ყიდვასაც აპირებდა, რადგან მათი მტკიცებით, გარდაცვლილის მეგობარი კაცი მუქარას ციხიდანაც არ წყვეტდა.

მანქანას შეუვარდა, აპირებდა მტკვარში გადახტომას. ალბათ, იმიტომ, რომ შეყვარებული ემუქრებოდა, რომელიც დაჭერილი იყო და ახლახან, ოქტომბერში გამოვიდა ციხიდან. კაცი ბაბეტას ემუქრებოდა, ბაბეტას მესიჯებს კითხულობდა და ეჭვიანობდა. ძალიან ბევრჯერ ძალადობდა ეს ადამიანი. შეატყობინა ბაბეტამ პოლიციას, მალევე დაიჭირეს და მიუსაჯეს 10 თვე. ფიზიკურ და ასევე დანითაც ემუქრებოდა. ციხიდან წერდა წერილებს, მოგკლავ, გემუქრები და ა.შ. აპირებდა, რომ უნდა ეყიდა ელექტროშოკი თავის დაცვისთვის", - აღნიშნავს მოცეკვავის მეგობარი.

წყარო: „ტვ პირველი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×