დახურვა
სტილი
04.01.2024

„მთავარი არხის" საახალწლო ეთერში სოფო ნიჟარაძის მიერ შესრულებულმა სიმღერამ „Ancora" ფურორი მოახდინა. ვიდეოს სოციალურ ქსელში 1 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. სოფო ნიჟარაძის ნამღერი საკუთარ გვერდზე განათავსა თავად სიმღერის ავტორმაც, ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა და მომღერალმა კრისტიანო მარჯიოლიომაც.

სიმღერის ინსტრუმენტალი ეკუთვნის ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის" წევრ დავით გაბუნიას, რომელსაც სოფო ნიჟარაძემ საჯარო მადლობაც გადაუხადა:

„მიყვარხართ და მადლობა ამდენი თბილი სიტყვისთვის და ასეთი შეფასებისთვის, რომელსაც ნამდვილად ვერ დაიმსახურებდა ერთი ბიჭის გარეშე Tornado Gabunia მას ეკუთვნის სიმღერის წარმატება და მინდა ცალკე მადლობა ვუთხრა მას საჯაროდ, რომელმაც ერთ ღამეში ყველაფერი გადადო და გააკეთა „ანკორას" ინსტრუმენტალი", - დაწერა სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×