დახურვა
სტილი
08.01.2024

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება. მისივე ცნობით, გრიპის ვირუსს სხვადასხვა გართულებების დიდი რისკი აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

"სავარაუდოდ, შემდეგ პერიოდშიც მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი იქნება, ვფიქრობთ, რომ იანვარი იქნება საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი.

ყველაზე მეტი რისკი სხვადასხვა გართულებების გრიპის ვირუსს აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. რისკში ვგულისხმობთ, პირველ რიგში, ფილტვების ანთებას" - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×