დღეს, 7 თებერვალს სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა.
ტრაგედიის ამსახველი კადრები პირდაპირ ეთერში არაერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა.
გარდაცვლილი ოპერატორის კოლეგა, ჟურნალისტი მარიამ ოშხნელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მედია საშუალებებს მიმართავს.
„მადლობა რომ ჩემი მეგობრის სიკვდილი ექსკლუზიურად მაყურებინეთ...“ - დაწერა მარიამ ოშხნელმა.