დახურვა
სტილი
21.02.2024

22-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სინოპტიკოსების პროგნოზით, ქალაქ თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9,+11 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში

(ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22-23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 24 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთ :22-23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი, თებერვალს კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო: 22-23 თებერვალს ნალექია მოსალოდნელი, ხოლო 24 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მესტია, ბახმარო: 22-23 თებერვალს მოთოვს, 24 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი:

ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო: ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო : ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×