დახურვა
სტილი
16.09.2021

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ, ვისაც გრიპის საწინააღმდეგო აცრა ჰქონდა გაკეთებული, პანდემიის პირველი ტალღის დროს კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 47%-ით უფრო მცირე იყო, მეორე ტალღის დროს - 50%-ით. ექსპერტების აზრით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია SARS-CoV-2 ინფექციისგან გარკვეულწილად იცავს. კვლევის შედეგები medRxiv-ზე გამოქვეყნდა.

ცნობილია, რომ ბევრ ვაქცინას, როგორიცაა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა, ე.წ. "ბე-ცე-ჟე" და ა.შ. გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა პათოგენების მიმართ თანდაყოლილი იმუნური პასუხის გაძლიერება შეუძლია.

რადბოუდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა, ნიდერლანდებსა და გერმანიაში სხვა უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების კოლეგებთან ერთად, გადაწყვიტეს შეამოწმონ, უზრუნველყოფს თუ არა გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია ჯვარედინ დაცვას კორონავირუსისგან.

ჯერ კიდევ პანდემიის პირველი ტალღის დროს, მათ ნიდერლანდების ერთ-ერთი უდიდესი საავადმყოფოს თანამშრომლებს შორის კვლევა ჩაატარეს. შედეგად, მათ აღმოაჩინეს, რომ COVID -19–ით ინფიცირების სიხშირე გაცილებით დაბალი იყო მათ შორის, ვისაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდა მიღებული. გრიპზე აცრილთა შორის კორონავირუსით დაინფიცირების რისკი 47% -ით დაბალი იყო, ვიდრე მათ შემთხვევაში, ვისაც ასეთი აცრა არ გაუკეთებია.

პანდემიის მეორე ტალღის დროს ეს მაჩვენებლები 50%-ს შეადგენდა.

ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს გაწვრთნილი იმუნიტეტის ეფექტით არის გამოწვეული. მათ კვლევის მონაწილეების სისხლის უჯრედები ვაქცინაციამდე და მის შემდეგ შეისწავლეს.

ჯამში, გენეტიკური ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ გრიპის ვაქცინის შემდეგ ადამიანის მონოციტებში ჩნდება გენები, რომლებიც 19–ისგან იმუნური დაცვისათვის არის აუცილებელი. თანდაყოლილი იმუნიტეტის გაძლიერების მაქსიმალური ეფექტი მეცნიერებმა ვაქცინაციიდან 6 კვირის შემდეგ დააფიქსირეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2021 by Stily. All rights reserved
×