დახურვა
სტილი
08.06.2021

ყოფილ მოდელსა და დიზაინერს, ანუკი არეშიძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ანუკისა და თბილისის მერის, კახი კალაძის ოჯახი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წყვილი ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და მათი შვილების, განსაკუთრებით კი, ყველაზე უმცროსის, ნიკოლასის ვიდეოებს გამომწერები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან.

ანუკი არეშიძე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს სამოსის ფოტოებსაც საკუთარი კოლექციებიდან და ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. მიუხედავად ამისა, ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოს ქვეშ ანუკის ერთ-ერთმა გამომწერმა ყურადღება ტანსაცმლის ფასებზე გაამახვილა: „ანუკი, გემოვნებიანი გოგო ხარ. მართლაც საუკეთესო და გამორჩეულ კოლექციას ქმნი ყოველთვის, მაგრამ ეს სიმართლეა და რეალობაა. არ უნდა გაგიკვირდეს და გეწყინოს, საქართველოში საშუალო ფენაც კი ვერ გაწვდება თქვენს კოლექციას“ - წერია კომენტარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×