დახურვა
სტილი
09.06.2021

მოდა ნამდვილად ცვალებადია. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ ის, რაც ცოტა ხნის წინ ტოპ ტრენდებს იკავებდა, ახლა უკვე აღარ არის აქტუალური. თუმცაღა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიდი ხნით დაგვტოვებს. ნივთები რადიკალურად იცვლება. შესაბამისად, ჩაინიშნეთ, რომელი 7 ტანისამოსი უნდა გადამალოთ დიდი ხნით გარდერობში ამ სეზონზე.

წელის ჩანთები

რამდენიმე წლის წინ ეს აქსესუარი შეუცვლელი იყო ფაქტობრივად როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში, თუმცა საკმარისად მოგვაბეზრა თავი, განსაკუთრებით, სპორტული სტილის წელის ჩანთებმა. მანამ, სანამ სასეირნოდ გასვლას მსგავსი ჩანთებით გადაწყვეტთ, დროა, 

გადახედოთ მოდის მიმდევარ გოგონებს და დიზაინერებს. მათ იციან, რა გაქცევთ ტენდენციურად.

თოჯინის კაბები

თოჯინის კაბები რომანტიკულ განწყობას ქმნიდა ყველა ჩვენგანში, ბარბის კაბების მორგება კი ერთი სიამოვნება იყო, მაგრამ ინფანტილური რომ არ გამოჩნდეთ, უმჯობესია, აქტუალურ მოდელებზე შეაჩეროთ არჩევანი, როგორებიცაა კაბები სამკუთხედი საყელოთი, გაწყობილი არშიებით ვიქტორიანულ სტილში, ტანზე გამოყვანილი სილუეტი ან პირიქით, ფართო მოდელები მოცულობითი მკლავებითა და ყვავილოვანი პრინტებით.

შავი ტოტალ-ლუქი

თუკი ბერლინში ან ჰელსინკიში არ ცხოვრობთ, უმჯობესია, ეს კონცეპტუალიზმი შემოდგომამდე გადადოთ. დიახ, ზაფხულში დიზაინერები სწორედ მსგავსი ჩაცმულობისგან თავის შეკავებას გვირჩევენ, ნახევარ წელიწადში კი ისევ მოგვიწევს უამინდობაში კვლავ შავი ტოტალ-ლუქებით შემოსვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×