პოლიტიკოსი, პარტიის "ხალხისთვის" დაფუძნებელი ანა დოლიძე ე.წ. 8 მარტს, მეორე შვილის დედა გახდა. პოლიტიკოსს გოგონა შეეძინა, რომელსაც სახელად კრავაი დაარქეს. 3 თვის შემდეგ ანამ თავისი პატარა გოგონას ფოტო გამოაქვეყნა.
"ჩემს შვილს ჰქვია პირველი ქართველი ფასილიტატორის, კრავაი ჯაყელის სახელი. ფასილიტატორები ძალიან აქტუალური თემაა ჩვენს პოლიტიკაში", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
კრავაი ჯაყელი XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკოსი ქალბატონი იყო. ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის გამოსვლის დროს თამარ მეფემ კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი გაგზავნა აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად. საპატიო მანდილოსნებმა დავალება წარმატებით შეასრულეს.