დახურვა
სტილი
24.11.2021

ლევან წულაძე და მანანა კოზაკოვა ცოტა ხნის წინ ბებია-ბაბუა გახდნენ. მანანა კოზაკოვა პირველი შვილიშვილის შეძენის უდიდეს სიხარულს გვიზიარებს...

აღმაშენებელზე სახლი გავყიდეთ და საცხოვრებლად სოფელში, ოქროყანაში გადმოვედით. რასაკვირველია, აქ ბევრი სიკეთეა. ბაღი გვაქვს, მართალია, პატარაა, მაგრამ მაინც რაღაცას დავთესავთ, დავრგავთ, მოვრწყავთ და ძალიან სასიამოვნო პროცესია. მუდამ რომ კორპუსის ბინაში ჩაიკეტო, გაგიჟდები ადამიანი. თინათინი და გიორგი ცალკე ცხოვრობდნენ, მაგრამ აქ არჩიეს და ორსულობის ბოლოსკენ გადმოვიდნენ. აქ ყოფნისას დაიბადა პატარა ანდრიუშა.

თინათინი ძალიან კარგი და მოსიყვარულე დედაა. ისე ხდება, როდესაც ოჯახში ერთი შვილია, ის უფრო განებივრებულია და მეც თინათინი ისე გავზარდე, ოჯახის საქმეებით არასოდეს დამიტვირთავს, მაგრამ თავისთავად აღმოჩნდა თინათინი ძალიან მზრუნველი და ყოჩაღი. იმდენად მზად იყო დედობისთვის, მისთვის პრობლემა არაფერია. ჩვილის ბანაობას, მოვლას ალღო მყისიერად აუღო. მეც, რასაკვირველია, ვეხმარები, სხვას რას ვაკეთებ?! ერთად ვართ, მეც არსად გავდივარ, მეშინია, ბავშვს რამე არ მოვუტანო. ყველაფერს ავუდივართ, თან, ასე უფრო მხიარულად ვართ, როცა ყველა ერთად ვცხოვრობთ.

დილას, პირველ რიგში, პატარა ანდრიუშას ვესიყვარულებით. მეც ადრე ვიღვიძებ, ჩემი შვილიც და შვილიშვილიც რომ გაიღვიძებს, მას ვეფერებით... ასე ვატარებთ გარკვეულ დროს სიამტკბილობაში. მერე მე მიყვარს დილის საუზმე და აუცილებლად მივირთმევ, შემდეგ წამლებს ვიღებ... დღის განმავლობაში რაღაცას ვკითხულობ, ტელევიზორს ვუყურებ, ამ პანდემიამ ყველა სერიალი მანახვა, იდიოტურიც კი. ლევანი რომ მოდის, მერე პოლიტიკა ირთვება, სულ პოლიტიკაზე ისმენს ინფორმაციას, მთელი დღის განმავლობაში რა ხდებოდა...ზაფხულში ეზოს ვრწყავდით, აივანზე ვისხედით...

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×