დახურვა
სტილი
21.03.2022

მომღერალი სოფო ნიჟარაძე ბოლო დროს არაერთხელ გახდა განხილვის საგანი. განსაკუთრებული ყურადღება კი მას შემდეგ დაიმსახურა, რაც შვილთან, ელის-მარიასთან ერთად აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა. ელის-მარია სოფო ნიჟარაძისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საერთო შვილია. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი შვილის მამის ვინაობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, ჭორები მისი და მიხეილ სააკაშვილის რომანის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა. მოგვიანებით, ერთ-ერთ საახალწლო კონცერტზე, სოფომ ელის-მარია საზოგადოებას წარუდგინა და, ამის პარალელურად, ციხიდან მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა განცხადება და დაადასტურა, რომ ელის-მარია 

მისი შვილია.

ელის-მარია სააკაშვილი, მშობლების მსგავსად, საზოგადოებაში უკვე სარგებლობს პოპულარობით. მისი ფოტოები და ვიდეოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს და გამონაკლისი არც სოფო ნიჟარაძის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული კადრებია, სადაც პატარა ელის-მარიას მამას ამსგავსებენ: „ეგრეც არ არის ახლა, დედასაც ძალიან ჰგავს“ - წერს სოფო ნიჟარაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×