დახურვა
სტილი
22.03.2022

ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უკვე რამდნეიმე დღეა უკრაინაში იმყოფება მოხალისედ, დღეს მან სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტოსურათი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ უკრაინის დროშებით ჰუდების და სხვა აქსესუარებით სოლიდარობის გამოხატვას ჯობს ის თანხა რასაც მასში იხდიან დახმარების სახით უკრაინელ ხალხს გადაურიცხონ.

„რომ იცოდეთ რა ბედნიერი ვარ, სადაც კი საქართველოს დროშით გვხედავენ მოდიან და მადლობას გვეუბნებიან, ამ ქვეყანაში განსაკუთრებულად უყვართ საქართველო და ქართველები. გთხოვთ ნუ ყიდულობთ ლურჯ-ყვითელ ჰუდებს სოლიდარობის გამოსახატად, ვისაც მართლა დახმარება გინდათ გადარიცხეთ თანხა. ზოგიერთ ქალაქში ხალხი შიმშილობს. არ იშოვება საწვავი, წყალი, არ არის ელექტრო ენერგია...“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×