დახურვა
სტილი
22.03.2022

დასავლური მედია აქტიურად წერს პეტიციის შესახებ, რომელიც უკრაინის მოქალაქეებმა შვეიცარიის მთავრობისთვის შექმნეს. საქმე ეხება იქ მყოფი პუტინის რჩეულის, ალინა კაბაევასა და მათ ტყუპების ქვეყნიდან გაძევების საკითხს. ცნობილია, რომ კაბაევას რუსეთის პრეზიდენტისგან ტყუპები სწორედ შვეიცარიაში შეეძინა და მას შემდეგ, ბავშვები იქ ცხოვრობენ. მედიამ მიაგნო ფეშენებელურ სახლსაც, სადაც კაბაევა ცხოვრობს, ამჯერად კი მისი ქვეყნიდან გაძევება ნომერი პირველი ამოცანა გახდა.

„მოვიდა დრო ევა ბრაუნი თავის ფიურერთან დავაბრუნოთ“, – ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც უამრავმა ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიცია ახლახან შეიქმნა და მას 55 ათასი ხელმომწერი ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×