დახურვა
სტილი
22.03.2022

„თელავის ბაზარში 1 კილოგრამი ღანძილი 200 ლარი ღირს“, – ინფორმაციას „თელავის ამბები“ ავრცელებს გამოქვეყნებულ ფოტოს კი აწერია - „ეს სერიოზული ამბავია, თუ ღადაობენ?“

ღანძლი იშვიათი მცენარეა, ამავდროულად ძალიან სასარგებლო. მისი ფასი ყოველთვის მაღალია, მოპოვება კი საკმაოდ რთული პროცესია. ღანძილი გახარებას იწყებს თებერვლის შუა რიცხვებიდან, მისი სეზონი არის თითქმის ორი თვე, აპრილის შუა რიცხვებამდე. საქართველოში, ღანძლის სამშობლო კახეთია. აღსანიშნავია ისიც, რომ ღანძილი წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც გადაშენების პირას მისული მცენარე. ეს მცენარე აუმჯობესებს მონელების სისტემას და გამოაქვს ტოქსინები ორგანიზმიდან. აქრობს სხვადასხვა კანის ანთებით პროცესს, ამაღლებს და აძლიერებს იმუნიტეტს, იყენებენ ასევე გულის დაავადების წინააღმდეგაც. იცოდეთ, რომ მოხუფული ღანძილისა და დანდურის ჭამა სახიფათოა. ასევე, მისი მიღება არ არის რეკომენდებული თუ გაწუხებთ კუჭ–ნაწლავის მუშაობის სერიოზული დარღვევები. შეზღუდეთ მისი მიღება ორსულობის დროს, ხოლო მეძუძური დედებისთვის უმჯობესია მისი საკვები რაციონიდან ამოღება, რადგან გემოს უცვლის რძეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×