დახურვა
სტილი
23.03.2022

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში უკრაინელ მომღერალზე სვეტლანა ლობოდაზე საჯაროდ წერს და ამბობს, რომ მან რუსეთში კარიერის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ქართველი ბლოგერი კი მას გადაწყვეტილებას უწონებს და აცხადებს, რომ აღნიშნულის შემდეგ სვეტლანა ლობოდა კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა.

"ეს გოგო არის სვეტლანა ლობოდა, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უკრაინელი მომღერალი!

ალასთან დამეგობრებული და უზარმაზარი სტადიონების გადამვსები. დატოვა კარიერა რუსეთში, აქტიურად პოსტავს უკრაინის ამბებზე და მოხალისედაც მუშაობს! 

რუსეთმა ყველანაირი კონტრაქტი გაუწყვიტა შესაბამისად და არც სჭირდება, მთავარი ღირსებაა. ჩემმა მეგობრებმა იციან, დიდი ხანია თვალს ვადევნებ და ამ ამბების შემდეგ ორმაგად შემიყვარდა!

რა მაგარი ერია, დიდიან-პატარიანად, მომღერლიან-პოლიტიკოსიანად, აი ყველა, ყველა (ანი ლორაკის, ანა სედაკოვას და ეგეთების გარდა, ნუ ყველას ჰყავს თავისი კანდელაკი და სოსო)",- წერს გურამ შეროზია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×