დახურვა
სტილი
25.03.2022

ირაკლი მაქაცარიას საცოლე, ლიზა ჩიჩუა დღეს 20 წლის გახდა. ტელეწამყვანმა ლიზას დაბადების დღის აღსანიშნავად მისი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სხვათაშორის, გუშინ თავად მაქაცარიას ჰქონდა იუბილე, რომელიც ლიზამ უკრაინის დროშით გაფორმებული ტორტით მიულოცა.

წყვილი სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურობენ და მათი საერთო ფოტოები ყოველ ჯერზე იწვევს გულშემატკივრების აღფრთოვანებას.

„ამათ როცა ვუყურებ მჯერა რომ მომავალი ნამდვილად გვაქვს, გაიხარეთ!" - წერენ კომენტარებში.

ლიზა სამედიცინო სფეროში ცნობილი ოჯახის შვილია, ლიზას დედა ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანია, მამა ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუა. ქეთევანს საზოგადოება ტელეკომპანია "იმედზე" დილის გადაცემაში ხშირად ხედავს, გიორგი ჩიჩუა კი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ერთ-ერთი სამედიცინო გადაცემის წამყვანი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×