დახურვა
სტილი
01.04.2022

„როგორ გათამამდებიან ხოლმე ადამიანები, ან წარმატებას რომ მიაღწევენ, ან თანამდებობას რომ მიიღებენ" - ამის შესახებ ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს.როგორც თავად წერს, თვითონ ძალიან ბედნიერი, რომ წარმატებას არასოდეს შეუცვლია.

„ღმერთო, როგორ გათამამდებიან ხოლმე ადამიანები, ან წარმატებას რომ მიაღწევენ, ან თანამდებობას რომ მიიღებენ.სახე ეკარგებათ, წარსული მთლიანად ავიწყდებათ, გამომეტყველებაც ეცვლებათ, „გემოვნებაც" აზროვნებაც" და მიდგომებიც ცხოვრებაზე. მკაცრები ხდებიან, ამაყები და პრინციპულები.დღეს, შემთხვევით ნაცნობი შემხვდა ბაზრობაზე, ადამიანის სახე დაბრუნებოდა, გამომეტყველებაც ძველებური ჰქონდა, კეთილი.ძალიან თბილად შემხვდა, მომეფერა და მომიკითხა.ერთი კი გავიფიქრე, ნეტა ხომ არ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ასე თბილად რატომ იღიმება მეთქი.კი, მართალი აღმოვჩნდი.გულითადი საუბარი გვქონდა, ბევრ რამეს ნანობდა, მე კი ვაპატიე, მაგრამ ამდენი უკმაყოფილო ადამიანი როგორ აპატიებს არ ვიცი.ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს წარმატებას არასოდეს შევუცვლივარ.მიყვარხართ.P.S. უნებართვოდ არ დამიწერია ეს ყველაფერი, დავპირდი სახელს და გვარს არ დავწერდი და არავის ვეტყვი, სტატუსისთვის მჭირდება, იქნებ სხვებმაც გაითვალისწინონ-მეთქი.შენ უკეთ იციო და გადამეხვია.გულში გავიფიქრე: შენ კიდე ახვალ სიმაღლეზე, თან ძალიან გონება გახსნილი და წინდახედული იქნები", - წერს გიორგი ჯაჯანიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×