დახურვა
სტილი
02.04.2022

ნატალია ქუთათელაძე თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება, რა დროსაც ტროტუარზე მდგომ ბავშვს მანქანა დაეჯახა.

ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ "ჩვენ როგორც საზოგადოება ვერ შევდექით".

"გუშინ ტროტუარზე პატარა ბიჭი იდგა და სკოლის ავტობუსს ელოდებოდა.

ბავშვი ცოცხალია, მაგრამ ფეხის ამპუტაცია მოუწიათ ექიმებს, სხვა მრავალ დაზიანებებთან ერთად.

მძღოლზე არაფერს დავწერ.

ჩვენ კი, როგორც საზოგადოება ვერ შევდექით. არავის გვაინტერესებს ჩვენი სახლის ზღურბლს იქით რა ხდება. სხვისი გათვალისწინება "ტეხავს". რაც უფრო არ დაემორჩილები კანონს, უფრო "მაგარი" ხარ, სადარბაზოში ლიფტში მოსაქმება არა უშავრს, ფანჯრიდან ნაგვის გადაყრა არა უშავრს, წითელზე 120-ით გასვლა არა უშავრს, "გონკაობა" არა უშავრს,ტელევიზიებიდან დედის გინება არა უშავრს, ერთმანეთის შეურაცხყოფა არა უშავრს და აბა რა "უშავრს?" - წერს ნატალია ქუთათელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×