დახურვა
სტილი
05.04.2022

ახალგაზრდა, წითელთმიანი, ცეცხლოვანი მოცეკვავე ანი ჯავახი თბილისში, თავის სტუდიაში, 500 გოგონას ასწავლის ჰიპ-ჰოპს. თვითონ კი ცეკვა 4 წლის ასაკიდან დაიწყო. საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო გოგონებში, ვინც პროფესიულ დონეზე აიყვანა ეს ცეკვა. ყველა სატელევიზიო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული, ამავე დროს ხშირად მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, პროფესიულად რომ გაზრდილიყო. რაღაც პერიოდი ამერიკელი პოპვარსკვალავის, ბიონსეს, ქორეოგრაფის თანაშემწეც იყო.

 ანი ჯავახი ,,სარკესთან” საუბრობს:

 ჩემს გვერდს 300 ათასი გამომწერი ჰყავს, ეს საკმაოდ სერიოზული რიცხვია. ასე რომ, საქმიანი და კომერციული შემოთავაზებები ხშირად მაქვს. ვცდილობ, ქართველებთან ნაკლებად ვითანამშრომლო, არა იმიტომ, რომ არ მინდა ქართული ბიზნესის რეკლამირება, არა, უბრალოდ, ქართველი შემკვეთები ხშირად არღვევენ პირობებს, დათქმულ ვადებს, შეთანხმებულ თანხას არ გიხდიან ბოლომდე და ძნელია მათთან მუშაობა.

რაც თავი მახსოვს, სულ ვცეკვავ, ვსწავლობ და ვშრომობ. მე არ მქონია ბევრი დრო გასართობად, არ მივლია სტუდენტურ ზეიმებზე, მოგზაურობებში, მაგრამ გული არ მწყდება, რადგან უზომოდ რაც მიყვარს, იმ საქმით ვარ დაკავებული.

ფუფუნებაში არ გავზრდილვარ, ვიცი შრომის ფასი. მინდა, ჩემი შრომით ჩემს მეუღლესთან ერთად ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება შევქმნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×