დახურვა
სტილი
06.04.2022

მომღერალი დათო ხუჯაძე ეკა დალაქიშვილზე გასულ წელს დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი აჭარაში, ჩაქვის ოაზისში გადაიხადა. წყვილს უკვე შვილიც შეეძინა.

ქორწილს ცნობილი სახეები და რუსეთიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

რამდენიმე დღის წინ ეკამ გაიხსენა, როგორ სთხოვა ხელი ახლა უკვე მეუღლემ:

„დათო საზღვარგარეთ იყო წასული და რამდენიმე თვე არ მყავდა ნანახი. მეგობრისთვის უკითხავს ჩემი თითის ზომა და ბეჭედი შეუძენია. რომ დაბრუნდა და შევხვდით, პატარა ყუთი გამომიწოდა. გავხსენი და ძალიან ლამაზი ბრილიანტის ბეჭედი დამხვდა, მაგრამ დიდი დრო არ იყო გასული 

ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან და ვერ მივხვდი, ეს მხოლოდ საჩუქარი იყო თუ კიდევ სხვა დატვირთვა ჰქონდა. ეტყობა, იმდენად გაკვირვებული სახე მქონდა, დათოს გაეცინა და მითხრა: კი, ეს იმას ნიშნავს, რასაც შენ ფიქრობ – მინდა, ჩემი მეუღლე იყოო. აღმოჩნდა, რომ დროს არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება დიდი ხანი იცნობდე ადამიანს და ვერ ამოიცნო, ან მოკლე პერიოდში მიხვდე, რომ ეს ის არის“.

წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 17 წელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×