დახურვა
სტილი
09.04.2022

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და წერს, რომ 1990 წელს რეჟისორმა ლიანა ელიავამ გადაწყვიტა 9 აპრილის მოვლენებისთვის მიეძღვნა ფილმი, თუმცა ფილმი დაიხურა და გადაღებები შეწყდა.

„1990 წელს რეჟისორმა ლიანა ელიავამ გადაწყვიტა 9 აპრილის მოვლენებისთვის მიეძღვნა ფილმი რომელსაც უფლის ანგელოზები ერქვა, დაიწერა სცენარი (თუ სწორედ მახსოვს გურამ პეტრიაშვილთან ერთად) ჯგუფი ნელ-ნელა გადაღებებისკენ მიდიოდა. შერჩეული ვიყავით ჩვენც მსახიობები. და აი ახლოვდებოდა 9 აპრილის წლისთავი. იმ დღეს მთელი გადამღები ჯგუფი იქ ვიყავით და ორი ოპერატორი სხვადასხვა წერტილიდან იღებდა მიტინგს, სადაც ჩვენ მსახიობები ვიდექით და წინასწარ შეთანხმებულ როლს ვანასახიერებდით. სამწუხაროდ ცოტა ხანში ეს ფილმი დაიხურა და გადაღებები შეწყდა..." - წერს ია ფარულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×