დახურვა
სტილი
09.04.2022

ენი გასიევა საზოგადოების ნაწილმა მაშინ გაიცნო, როცა მსახიობ გიორგი ყიფშიძეს ცოლად გაჰყვა. დღეს ენის და გიორგის 2 საერთო შვილი - კოსმო და ლუნა ჰყავთ. ახლახან ენი კულინარიულ ტელეშოუში - "სამზარეულოს ომები" გამოჩნდა...

"საერთოდ, კულინარიულ ტელეპროექტებს (ქართულსაც და უცხოურსაც) ვუყურებდი. უბრალოდ, გავიფიქრე, - მონაწილეობა ხომ არ მივიღო-მეთქი? შემდეგ გადავიფიქრე, ბოლოს კი საკუთარ თავს ვუთხარი: - რატომაც არა? ავდგები და პროექტში მონაწილეობის მისაღებად წავალ-მეთქი. ამისთვის მჭირდებოდა ადამიანი, ვისთან ერთადაც კასტინგზე გავიდოდი. თავდაპირველად კულინარი ვეძებე, მაგრამ ასეთი მეგობარი, ვინც პროექტში მონაწილეობაზე დამთანხმდებოდა, ვერ ვიპოვე: ზოგს კამერების ერიდებოდა, ტელეეკრანზე გამოჩენა არ სურდა, ზოგს შეფასება არ უნდოდა, რადგან ძალიან კარგი მზარეულები არიან... მოკლედ, კულინარი მეგობრები არ წამომყვნენ. ერთხელაც ბარში წავედი. სადაც ჩემი მეგობარი - იესო ბარმენად მუშაობდა. პროექტში ჩემთან ერთად მონაწილეობა მას შევთავაზე. იესოც დამთანხმდა..."

"ჩემი მეუღლე - გიორგი პირველი იყო, ვისაც ამის შესახებ ვუთხარი და ვინც მხარი დამიჭირა - რა თქმა უნდა, მონაწილეობა უნდა მიიღოო. ზურამ მითხრა, - კარგია რომ მონაწილეობ, მომწონს, მაგრამ რატომღაც, შენ უფრო მაკიაჟის "ამბებში" გხედავ, შენს სახეს ფოტოები რომ გადაუღონ - შენი სახე ძალიან მომწონსო. მადლობა გადავუხადე (იღიმის)... მოკლედ, ჩემს გადაწყვეტილებას ოჯახის ყველა წევრი კარგად შეხვდა, გაუხარდათ... როცა ტელეეკრანზე მნახეს, ზურამ თქვა, - ვაუ, შოუ ძალიან კარგად მიგყავდაო!.. ახლობლებისგან ნეგატიური რეაქცია არ მიმიღია - ყველა კმაყოფილი დარჩა.

სახლში კერძებს ხშირად, თითქმის ყოველ მეორე დღეს ვამზადებ. ძალიან მოსწონთ. პროექტში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ჩემთვის ერთ-ერთი მოტივატორი სწორედ ეს იყო, რომ ოჯახის წევრები ჩემ მიერ მომზადებული კერძების შესახებ ამბობდნენ, - ძალიან გემრიელიაო!.." - თქვა ენი გასიევა ჟურნალ "გზასთან" საუბრისას"

წყარო: "გზა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×