დახურვა
სტილი
11.04.2022

ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მაიკო პროფესიით მსახიობია, ხოლო ანდრია, მსახიობობასთან ერთად, მომღერლობასაც ითავსებს. წყვილი „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. ისინი სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილის მშობლები გახდნენ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.

ცოტა ხნის წინ მაიკომ და ანდრიამ მაიკოს დაბადების დღე ერთად, მეგობრების გარმოცვაში აღნიშნეს, ანდრიამ კი ცოლს ეს დღე ემოციური პოსტით მიულოცა:

„დღეს ხომ ჩემი გოგონას დაბადების დღეა. ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ შენ! მიხარია შენთან 

და შენით სუნთქვა! მინდა, რომ იყო ბედნიერი და მიიღო ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებისგან! შენ ძალიან ბევრს იმსახურებ! მე ვისაუბრებ შენზე და ჰოლივუდი მომისმენს... ყველაზე მეტად მიყვარხარ“ - წერს გველესიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×