დახურვა
სტილი
11.04.2022

ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, მომღერალი ნატალია ქუთათელაძე ნოე სულაბერიძესთან საუბრობს ბედნიერებისა და დედობის შესახებ:

„ბედნიერება არის ის, რომ დღეს შვილი მყავს. ძალიან გარდამტეხი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, არ მაქვს სტანდარტული გრძნობები. სიხარულის რაოდენობამ მოიმატა ცხოვრებაში. ბედნიერებაა შვილის ყოლა და მასთან ურთიერთობა განსაკუთრებულია, მაგრამ ჩემს ცხოვრებას მეტი სირთულე დაემატა, უფრო მეტად გართულდა. ვცდილობ, ყველაფერი ძველებურად გავაკეთო, ანუ რეჟიმი არ შევცვალე და ამ ორის შეთავსება გართულდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრების შვილებისადმი ვცდილობ ყურადღებით ყოფნას, ბავშვები ცოტა მღლიან და მათთან ურთიერთობის მოყვარული არ ვარ. ყველა დამეთანხმება, რომ ბავშვებთან ურთიერთობა დამღლელია. ჩემი აზრით, ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და მოკლედ, არ ვარ ამის დიდად მოყვარული.

საერთოდ არ მიმაჩნია, რომ პარტნიორი თუ შვილი, ვიღაც ადამიანი უნდა გყავდეს, რომ სრულყოფილად ბედნიერი იყო. ყველას აქვს ცხოვრების საკუთარი გაგება და დამოკიდებულება. უნდა იცოდე, რა გინდა, შენს თავთან გაარკვიო. დაგეგმავ არ მახასიათებს, რადგან არასდროს გამომდის, მაგრამ დაახლოებითი წარმოდგენა უნდა გქონდეს ალბათ შენს ცხოვრებაზე. უნდა ჩამოყალიბდე და იცოდე, ეს გაბედნიერებს, ეს ხელს გიშლის და იმის შესაბამისად დააბალანსო…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×