დახურვა
სტილი
11.04.2022

ლელა წურწუმიას კოვიდინფექცია მეორედ დაემართა. პირველ შემთხვევაში ცნობილმა მომღერალმა ლევან რატიანთან კლინიკაში იმკურნალა, რადგან სუნთქვა გაუჭირდა. როგორ გრძნობს თავს ის ამჟამად და ჩატარდება თუ არა კონცერტები, რომლებიც დიდი ხნით ადრე სხვადასხვა ადგილას ბენდ „ნონსტოპთან“ ერთად ჰქონდა დაგეგმილი, ამის შესახებ კახა მამულაშვილი გვესაუბრება:

ლელას არანაირი სიმპტომი არ ჰქონია. ექვსი თვე გავიდა პირველი კოვიდიდან. მაშინ, გახსოვთ ალბათ, შედარებით გართულდა და ამიტომ ლევან რატიანთან იწვა კლინიკაში. ახლა უბრალოდ, პროფილაქტიკისთვის მივედით და გავიკეთეთ ტესტი. სწრაფმა ტესტმა დაუდასტურა ლელას. უკვე გავიდა ხუთი დღე, მაგრამ ზუსტად ახლა ვიმყოფებოდით კლინიკაში ანალიზებისთვის, ასევე გავიარეთ კონსულტაცია ექიმთან, გვაინტერესებს, რამდენ ხანში შეუძლია დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა. ანალიზების პასუხები იქნება და ორ დღეში გვეცოდინება, გაიმართება თუ არა ის კონცერტები, რაც უახლოეს თარიღებზეა დაგეგმილი. ამის შესახებ ჩვენს მსმენელს ჩვენი გვერდების საშუალებით ვამცნობთ, თუმცა არ მგონია, რომ გადადება გახდეს საჭირო.

"ლელას სიმპტომები თავიდანვე არ ჰქონდა, თუმცა ზოგადად, სანერვიულო სიტუაციაა, უკრაინის თემები იქნება თუ სხვა რამ, ამიტომ ექიმთან კონსულტაცია მაინც გავიარეთ. სტრესული პერიოდია ისედაც. ლელას სწრაფი ტესტით დაუდასტურდა, მაგრამ მე მაგალითად, პისიარსაც გავიკეთებდი. თავად დარწმუნებულია, რომ კორონავირუსი არ აქვს. პისიარის გაკეთების უფლება აღარ მოგვცეს, რადგან სწრაფმა დაადასტურა...

მე ძალიან გამძლე ვარ. ამდენი ხანია, ლელა წურწუმიას ვუძლებ და კორონავირუსმა რა უნდა მიქნას?! ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ…" - განაცხადა კახა მამულაშვილმა.

წყარო: ფორტუნა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×