დახურვა
სტილი
13.04.2022

რამდენიმე დღის წინ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის მოზარდის, დათი ქოქაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის შემთხვევის შემდეგ მკურნალობას იაშვილის კლინიკაში აგრძელებდა, მოგვიანებით კი ისრაელში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში დათის დედა ქრისტინე მამუკაშვილი ემოციურ წერილს აქვეყნებს:

„თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დედა ენის ბაღში ვგორაობდით ხოლმე ასე მე და ჩემი ბიჭი. თავისი ტკბილი ხმით მეტიკტიკებოდა ხოლმე, მუსიკებს ვუსმენდით და სკეიტბორდით ვკატაობდით, ნუ, ვცდილობდით მაინც. მერე რამე გემრიელობას გამოვიძახებდით და იქვე ბალახზე მივირთმევდით… კიდევ მინდა მასე, დეე… გთხოვ…“ 

- წერს ის. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×