დახურვა
სტილი
13.04.2022

ნატო გელაშვილის უფროსი ვაჟი, გიორგი ჭოხონელიძე მცირე ხნის წინ დაქორწინდა. ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ორივე ოჯახის მხრიდან დიდი სურვილია შვილიშვილის ყოლის: „მაგრამ პირდაპირ ვერ გვეუბნებიან. ნატოს ძალიან უნდა ბებიობა. ვატყობ, რომ პატარა ბავშვი სახლში ძალიან მოენატრა. ვიცი, რომ ბავშვს ხშირად დაიტოვებს და კარგადაც გაზრდის…“

გიორგი ასევე აღნიშნავს, რომ ნატო გელაშვილს რძალთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს:

„იცით, ნატოს და ანეტას ერთმანეთთან როგორი დამოკიდებულება აქვთ? სულ ცდილობენ ერთმანეთის გახარებას. ხან ერთი უყიდის მეორეს ყვავილს და ხან – პირიქით. ამ ყველაფრის ყურება კი ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრების და ჩემი ბედისწერის…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×