დახურვა
სტილი
15.04.2022

11 წლის ლუ­კას და 7 წლის ტყუპ ანას და მა­რი­ამს, მცი­რე ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, უკვე საკ­მა­ოდ რთუ­ლი და მძი­მე გზა აქვთ გავ­ლი­ლი.

ბავ­შვე­ბის მშობ­ლებ­მა - მზია გარ­სე­ნიშ­ვილ­მა და გივი ხა­ტი­აშ­ვილ­მა, კა­ხეთ­ში, სო­ფელ ტი­ბა­ან­ში ოჯა­ხი მოზ­რდილ ასაკ­ში შექ­მნეს. მზია 36 წლის იყო, როცა და­ო­ჯახ­და. პირ­ვე­ლი შვი­ლი გარ­და­ეც­ვა­ლათ, მე­ო­რეს ლუკა და­არ­ქვეს. ქალი ტყუპ­ზე იყო ორ­სუ­ლად, როცა მე­უღ­ლე გარ­და­ეც­ვა­ლა. მას შემ­დეგ მარ­ტო­ხე­ლა დე­დის საკ­მა­ოდ რთუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. იყო ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბაც, მაგ­რამ ამა­ზე ხმა­მაღ­ლა არას­დროს სა­უბ­რობ­და. სი­დუ­ხ­ჭი­რის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ერ­თა­დერ­თი სახ­ლი, სა­დაც შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, იპო­თე­კით და­ეტვირ­თა. მარ­ტო­ხე­ლა დე­დამ სეს­ხის გა­დახ­და ვე­ღარ შეძ­ლო და მათი სახ­ლი ბან­კმა გა­ყი­და. მზია სახ­ლის და­კარ­გვას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ქალი ინ­სულ­ტით გარ­და­იც­ვა­ლა

ბავ­შვე­ბი დედ-მა­მის გა­რე­შე დარ­ჩნენ... მათ სო­ფელ ოზა­ან­ში ბი­ძა­სა და ბი­ცო­ლას­თან მო­უ­წი­ათ გა­დას­ვლა. 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში კი პა­ტა­რე­ბის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. სა­მი­ვე დედ­მა­მიშ­ვი­ლი 42 წლის ნა­თია ჯი­ყაშ­ვილ­მა იშ­ვი­ლა. ნა­თია წლე­ბია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი არ ჰყავს. გვიყ­ვე­ბა, რომ ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ ახ­ლობ­ლის­გან შე­ი­ტყო და მას შემ­დეგ მოს­ვე­ნე­ბა და­კარ­გა. ამ­ბობს რომ თა­ვი­დან შე­ე­შინ­და, რო­გორ შეძ­ლებ­და სხვი­სი შვი­ლე­ბის დე­დო­ბას, ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რო­გორ გა­უმკლავ­დე­ბო­და... თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ბავ­შვებს მზრუნ­ვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბო­დათ... ნა­თი­ამ გა­ბე­და და ახალ წლამ­დე, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო. სა­მი­ვე ბავ­შვი კა­ხე­თი­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა და უკვე 4 თვეა მზრუნ­ვე­ლო­ბას არ აკ­ლებს.

„ბი­ძაშ­ვი­ლი და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, რომ ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც დედა გარ­და­ეც­ვა­ლათ, მა­მაც აღარ ჰყავ­დათ. რა თქმა უნდა, მარ­ტი­ვი არ იყო, მაგ­რამ მი­ვი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ წა­მო­ვიყ­ვან­დით, სა­მი­ვე დედ­მა­მიშ­ვი­ლი უნდა წა­მოგ­ვეყ­ვა­ნა. ჩა­ვე­დით, გა­ვი­ცა­ნით და ერთი თვის შემ­დეგ უკვე ჩვენ­თან იყ­ვნენ...“ - ამ­ბობს ნა­თია ჯი­ყაშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×