დახურვა
სტილი
16.04.2022

სალომე ჭაჭუა ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალში გავიდა. მისი მეწყვილე 27 წლის რაგბისტი ჯორდან ქონროინი იყო. ქართველი მოცეკვავე თითქმის 5-თვიანი ცხოვრების შემდეგ, ირლანდიიდან სამშობლოში დაბრუნდა და „ღამის შოუში" სტუმრად მივიდა. ცეცხლოვანი მოცეკვავე როგორც ყოველთვის ამჯერადაც, საოცარ ფორმაშია.

იუმორისტულ შოუში სტუმრობას მორაგბე მეწყვილეზე ხუმრობის გარეშე არ ჩაუვლია, გიორგი გაბუნიამ მოცეკვავეს გაეხუმრა, რომ ამის გამო ქართველ მომღერალს ვერავინ შეაწუხებდა და დაამატა: „მორაგბეებს ლელოს დადება უყვართ, ხომ არ ჰქონდა ჩვევა შემორჩენილი, რომ აგიტაცებდა გარბოდა ლელოს დასადებად?"

სალომე ჭაჭუა ამაზე წამყვანს დაეთანხმა: „კი, ძალიან ხშირად და სულ ამაზე გვქონდა საუბარი, რომ იცი რა, მე არ ვარ რაგბისტი, ბევრჯერ შეშლია, მეთქი აი, ბურთი არ ვარ" - უპასუხა გაბუნიას ჭაჭუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×