დახურვა
სტილი
22.04.2022

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე, რომელიც წლებია, დედას ეძებს, სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.

„მოკლედ, ბევრი ვმალე თუ ცოტა, დრო დადგა იმისა, რომ ჩემი ბიძაშვილი გაგაცნოთ - ნია ზარანდია. ადამიანი, რომელიც 3 თვეა ჩემთან ერთად ათენებს და აღამებს, ჩემთან ერთად იკვლევს სანათესაოს. ბევრი ანალიზის, გენეტიკური ტესტების და კვლევების შემდეგ საბოლოოდ მივიღეთ პასუხი.

ნიას ბებია ნელი ნანავა და ჩემი ბებია (ან ბაბუა, ჯერ საბოლოოდ ამაზე პასუხი არ ვიცით) არიან დები ან და-ძმა. საბოლოო პასუხამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და მჯერა, ძალიან მალე საბოლოო წერტილს დავსვამთ. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი კიდევ ერთი ბიძაშვილის სასწაული გვერდში დგომა. ხათუ, მადლობა ყველაფრისთვის". - წერს თამუნა მუსერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×