დახურვა
სტილი
13.05.2022

მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა რუსთავი 2- ის დილის ეთერში მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე ისაუბრა, რომელიც, თურმე, საკმაოდ რთულად გადაიტანა.

"საკმაოდ ღრმა დეპრესიაში გადამივიდა, ეს მხოლოდ სევდა და ტირილი არ იყო. საკმაოდ მძიმედ ვიყავი დიდი ხანი... 3-4 თვე ვიყავი ძალიან მძიმედ, შემდეგ ექიმის დახმარება დამჭირდა. საერთოდ ვერ ვხდებოდი, რომ ექიმი მჭირდებოდა. აგრესია მქონდა, ვამბობდი, რომ არ მჭირდება ექიმი, არავინ არ მინდა, კარგად ვარ. საბოლოოდ, ოჯახის წევრების დაძალებით მოხდა ყველაფერი. ამ დროს ვერავინ გიგებს, რისი გადატანა გიწევს. შეიძლება ყურადღებამაც გაგაღიზიანოს და უყურადღებობამაც. სწორი მხარში დგომა გჭირდება ამ დროს და არა ზედმეტი ყურადღება.

ძალიან რთულია ამ დროს ქალისთვის ყოფნა, საერთოდ ვერავინ გიგებს, რა გადაიტანე." - როგორ დაძლია ორსულობის შემდგომი დეპრესია რუსკა მაყაშვილმა. საკუთარ გამოცდილებას დილის გადაცემის მაყურებელს უზიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×