დახურვა
სტილი
25.05.2022

ცნობილი მომღერალი აჩიკო ბერიძე პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით სიახლეს ამხელს.

„სამწუხაროდ, ჩემი ქორწინება რამდენიმე წელიწადში დამთავრდა, ჩვენ დავცილდით ერთმანეთს. ორი ვაჟკაცი მეზრდება, 5 წლის ნიკოლოზი და 4 წლის ლევანიკო. მოვახერხეთ კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, ეს აუცილებელია, ბავშვებმა ტრავმა არ მიიღო. ბაღიდანაც გამომყავს და ჩემთანაც არიან ხშირად. მხოლოდ გასტროლების დროს მენატრებიან, დანარჩენ დროს ყველაფერში ჩართული ვარ. ჩემთვის მთავარია, შვილები კარგ ადამიანებად, ჯანსაღ მოქალაქეებად აღვზარდო... ჯერ ჭრილობა ძალიან ახალია. ოჯახის დანგრევა რთულია. შეიძლება, კაცმა ეს სიტყვებით ვერ გამოხატო, მაგრამ შინაგანად განგრევს, წამალი ჩემთვის ისევ და ისევ სიმღერაა. მომავალ ოჯახზე საუბარი ნაადრევია. დრო გვიჩვენებს, როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება…“ - განუცხადა აჩიკო ბერიძემ ჟურნალ "სარკეს".

აჩიკო ბერიძემ ცოლი 2016 წელს მოიყვანა. მისი მეუღლე ნუცა ყანჩაველი გახლდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×