დახურვა
სტილი
26.05.2022

ტუალეტის წმენდა ზოგჯერ უსიამოვნო პროცესია, თუმცა შესაბამისი პროდუქტისა და რჩევების გამოყენების საშუალებით, ეს პროცესი ბევრად გაგიმარტივდებათ.

არასასურველი ლაქების მოშორების შესახებ ჯენ ნედჰემმა ისაუბრა და დეტალურად აღწერა, თუ როგორ ებრძვის ის პრობლემას.

ჯენ ნედჰემი ასევე ცნობილია, როგორც დასუფთავების ნათლია, რომელსაც ჰყავს 800 ათასზე მეტი გამომწერი სოციალურ ქსელებში.

მან დეტალურად აღწერა, თუ როგორ უნდა გაასუფთაოთ უნიტაზი.

უნიტაზზე ლაქები, ჩვეულებრივ, ჩნდება წყლის დაგროვების გამო, ეს კი შემდგომში ტოვებს ყავისფერ ლაქებს.

ამ მარტივი და ბუნებრივი პროდუქტებით მარტივად შეძლებთ თქვენს 

აბაზანაში წესრიგის დამყარებას:

შავი ნიორი

შავი ნივრის ზეთი ხშირად გამოიყენება სამზარეულოსთვის, მაგრამ ჯენი იფიცება, რომ მას მისი ტუალეტისთვის არაჩვეულებრივი შედეგი მოაქვს.

დასუფთავების ექსპერტი ასევე გირჩევთ ამ პროდუქტების გამოყენებას ყოველდღიურად, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემის გაუარესება.

მან თქვა: ”შავი ნივრის ზეთი მშვენიერი პროდუქტია ყოველდღიურად გამოსაყენებლად. ის მომენტალურად მოგაშორებთ ყველანაირ ლაქას აბაზანაში“.

მისი ყოველდღიური გამოყენება ხელს შეუშლის დაგროვების პროცესს.

მას აქვს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები.

2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საკვები ეფექტურია ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ნიორი ასევე კლავს სოკოებს.

ნივრისგან საწმენდი პროდუქტის გასაკეთებლად დაჭერით სამი კბილი ნიორი და ჩადეთ სპრეის ბოთლში, თეთრი ღვინის ძმართან ერთად. სურნელისთვის დაამატეთ ლიმონის ზეთი.

სახლის პირობებში შავი ნივრის დამზადება შესაძლებელია 60 გრადუს ცელსიუსზე ოთხი კვირის განმავლობაში ნივრის შენახვით.

ასევე, ტუალეტის ბუნებრივი საწმენდებია:

ბორაქსი

თეთრი ძმარი

ლიმონის წვენი

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ ამ პროდუქტებს, მით უფრო მალე, მარტივად და ხარისხიანად მიიღებთ შედეგს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×